მაისის ბაშო აღარ იქნება

მარტის (ჰარუ) ბაშომ კორონავირუსთან გამკლავება შეძლო და მაყურებლების გარეშე ჩაიარა, თუმცა მაისში ასე აღარ იქნება. როგორც იაპონური მედია წერს, სუმოს მამებმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს და 2020 წლის ნაცუ (მაისის) ბაშო გაუქმდა. 

 

ეს, გარკვეულწილად, ჩვენი სუმოტორებისთვის, ლევან გორგაძისა (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელისთვის (გაგამარუ) კარგიცაა, რადგან ტრავმის მოშუშებას შეძლებენ ივლისში გასამართი ტურნირისთვის უკეთ მოემზადებიან.