პროგნოზი: სევილია-ატლეტიკო

ლა ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა სანჩეს პისხუანზე შედგება 

სევილია-ატლეტიკო

დრო: 6 იანვარი, კვირა, 19:15

მსაჯი: ანტონიო მატეო ლაოსი (ესპანეთი)

სატურნირო მდგომარეობა

ლა ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა სანჩეს პისხუანზე შედგება, სადაც ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან - სევილია და ატლეტიკო შესაბამისად 32 და 34 ქულით მინიმუმ მეორე ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. ქულათა რაოდენობაში უპირატესობას მადრიდული კლუბი ფლობს, გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსში კი სრული თანაფარდობაა (+13). 

 

სევილია, რომელსაც ყველა 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, საშინაო კედლებში ასპარეზობით ტრადიციულად ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. სანჩეს პისხუანზე გუნდს ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს, აქ გუნდმა ბოლო 10 მატჩი მოიგო, თანაც ისე, რომ რვაში მეტოქეებს მინიმუმ ორი გოლი გაუტანა. რაც შეეხება ატლეტიკოს, რომელსაც ყველა ტურნირზე ბოლო 13 შეხვედრა არ დაუთმია, სტუმრად ჩატარებული ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული.


ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო ტურის მატჩი, რომლითაც გუნდებმა 2018 წელს დაასრულეს, არცერთ მათგანს დაუთმია - სევილიამ ლეგანესთან სტუმრად ფრე ითამაშა (1:1) ხოლო ატლეტიკომ შინ ესპანიოლი -1:0 დაამარცხა.

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ჩატარებულ 50 მატჩში 17-17 მეტ მოგებას ინაწილებენ.

 

წინა სეზონში სევილია და ატლეტიკო ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ და 2-2 მოგება გაიყვეს. ბოლო მატჩი ლა ლიგის ეგიდით წინა სეზონის ოცდამეხუთე ტურში შედგა, როცა ატლეტიკომ სტუმრად მეტოქე - 5:2 გაანადგურა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

სევილია: ვაცლიკი, გომესი, კიაერი, კარისიო, ესკუედერო, მესა, ბანეგა, ნავასი, სარაბია, სილვა, ბენ იედერი

მთავარი მწვრთნელი: პაბლო მაჩინი (ესპანეთი).

 

ატლეტიკო: ობლაკი, ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ნიგესი, კოკე, როდრიგო, პარტეი, ლემარი, კორეა, გრიზმანი

მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (არგენტინა).

 

პროგნოზი

სევილია სტუმრად დამარცხება ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთული ამოცანაა თუნდაც ეს მადრიდის ატლეტიკო იყოს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფრე სტუმრებს ხელს აძლევს.

 

მატჩი ფრედ დასრულდება @3.00

2.5-ზე ნაკლები გოლი @1.65


სევილია-ატლეტიკო

სევილია ლა ლიგაში ბოლო 8 მატჩი დაუმარცხებელია, ეს 2015 წლის შემდეგ გუნდის საუკეთესო შედეგია. მაშინ ანდალუსიელებს უნაი ემერი წვრთნიდათ (10).

მადრიდის ატლეტიკომ მიმდინარე სეზონში ყველაზე ნაკლები მატჩი წააგო (1) და ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა (12).

სევილიამ 17 ტურის შემდეგ ლა ლიგაში მხოლოდ 17 გოლი გაუშვა, რაც 2009/10 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო შედეგია (17 მაშინაც).

მადრიდის ატლეტიკოს მიერ გატანილი ბოლო 6 გოლიდან ხუთში ანტუან გრიზმანი მონაწილეობდა (4 გოლი, 1 საგოლე პასი).

ატლეტიკოს ნახევარმცველ კოკეს სევილიას კარში 6 გოლი აქვს გატანილი, უფრო მეტი, ვიდრე სხვა ყველა გუნდთან ლალიგაში.

სევილიას თავდამსხმელი ნოლიტოს ლა ლიგაში მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ 4 გოლი აქვს გატანილი უფრო მეტი ვიდრე სხვა ყველა მოწინააღმდეგესთან.

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ 2018 წელს სევილიასთან ორი მატჩი წააგო უფრო მეტი ვიდრე წინა 14 შეხვედრაში.