ზაზამ დუაიტ ჰოვარდი დამარხა

ერთი დღით, ატლანტაში უქმეები იყო.

ჰოქსმა დამატებით დროში მოუგო ორლანდოს, სადაც იმ ეპოქის საუკეთესო ცენტრი, კლდე - დუაიტ ჰოვარდი იდგა.

და, ჰოვარდს ზაზა ფაჩულია დაელაპარაკა.

ეს ამბავი 2006 წლის 19 მარტს მოხდა. ორივე გუნდი უკან იყო. ორივე გუნდი ახალგაზრდებით თამაშს და ბავშვებით მოგებას ამუღამებდა. ზაზასთან ერთად ატლანტას ხუთეულში იდგნენ მოვარსკვლავო ჯო ჯონსონი (40 ქულა, 11 პასი), მშრომელი უნივერსალი ალ ჰარინგტონი (24, 7 მოხსნა), მონსტრი ჯოშ სმიტი (15, 10 მოხსნა, 5 პასი, 2 დაფარება) და ბალასტი როიალ აივი (2 ქულა).

ორლანდომ ატლანტას ჰოვარდთან ერთად ტონი ბეტი, ჰედო თურქოღლუ, ჯამირ ნელსონი და დეშონ სტივენსონი გლიჯა.

და, ეს იყო ზაზას კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი.

იმ სეზონში ზაზასთვის სტანდარტული (სულ - 21) ორმაგი დუბლი (13+18 მოხსნა). უბრალოდ, ეს სტატისტიკა ზაზამ ჰოვარდთან ჩეხვაში აიღო. დუაიტმა თავისი 13+15 მოხსნა დადო, მაგრამ ტანკი შეასკდა ზაზას და დადგა. მწყობრიდან გამოვიდა.

და, დააკვირდიღ ერთ სტატისტიკას - ფაჩულიამ შეტევაში 12 (!!!) მოხსნა აკრიფა. ცხოველი. ჰოვარდი დაიჩრდილა. ორლანდოში მეორე ცენტრი დარკო მილიჩიჩი იყო. მაინც, რომ გვახსოვდეს რა...

ატლანტას ძირითადშიც უნდა მოეგო, მაგრამ ჰარინგტონმა ბოლო წამზე ვერ ჩააგდო და წავიდა დამატებითი დრო. და, იქ, როდესაც ჰოვარდმა ექსტრა ტაიმის დახურვამდე 47 წამით ადრე ორი ზუსტი საჯარიმოთი ორლანდოს +4 (107:103) მისცა, ატლანტა ახლოს დადგა წაგებასთან.

და, ატლანტა კლინიკური სიკვდილიდან ჯონსონის სამიანმა გამოიყვანა.

დარჩენილ 34 წამში ზაზამ დამარხა თავისი ყოფილი გუნდი.

0.12 - თურქოღლუ შეტევაში დაჯარიმდა. ზაზაზე.

0.10 - ტონი ბეტი უკვე დაცვაში იღებს ფოლს. ზაზაზე.

0.03 - ჯონსონმა ვერ ჩააგდო.

0.02 - ზაზამ შეტევაში მოხსნა ბურთი და დაამატა. 108:107!

ნელსონის ბოლო სამიანი არაზუსტი იყო.

ზაზამ ატლანტას მაგარი თამაში წამოაღებინა. ჯორჯიაში ზაზას დღე იყო.

ჩვენ გვახსოვს.