ჯერარდს ისევ რეინჯერსი უნდა

ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ლეგენდა, ამჟამად კი გლაზგოს რეინჯერსის მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი, მზადაა შოტლანდიურ კლუბში მუშაობა გააგრძელოს.

ის რეინჯერს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს.

„დავრჩები თუ არა? ეს კითხვა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრებს უნდა დაუსვათ. ჩემი მხრიდან თავს არ დავზოგავ, რომ უკეთესი გავხდე პროფესიულადაც და გუნდისთვისაც. უკვე ორი წელიწადია აქ ვარ და სიამოვნებით გავაგრძელებდი საქმიანობას,“ - უთხრა ლივერპულის ლეგენდამ შოტლანდიელ ჟურნალისტებს.