კატარინა ჰალკინას ვირუსი შეეყარა

სპორტული პორტალის by.tribuna.com-ის ინფორმაციით ბელორუსი ტანმოვარჯიშე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი კატარინა ჰალკინა კორონავირუსით დაავადდა. როგორც ბელორუსიის მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირინა ლეპარსკაიამ თქვა, გუნდს ვარჯიში არ შეუწყვეტია. ტანმოვარჯიშეები სპორტის სასახლეში ვარჯიშობენ და ცხოვრობენ.

 

მანვე დაადასტურა, რომ ჰალკინა კორონვირუსით დაავადდა. თუმცა, როგორც ლეპარსკაიამ აღნიშნა, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და კატარინა სახლში იმყოფება თვითიზოლაციაში. ამასთან ერთად, მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრების ყველა წევრმა ტესტები ჩააბარა. პასუხი ყველაზე უარყოფითია.

 

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის ბელარუსში ვირუსი 20 168 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 5 067 გმოჯანმრთელდა, 116 კი, გარდაიცვალა.