ასათიანი - ლოკომოტივის ათეულში

რუსულმა სპორტ-ექსპრესმა მოსკოვის ლოკომოტივის ყველაზე წარმატებული 10 ტრანსფერი დაასახელა. სიაში ქართველიცაა: მალხაზ ასათიანი, რომელიც 7 წელი თამაშობდა მოსკოვურ გუნდში და დაცვის ლიდერი იყო.

 

მალხაზი ქუთაისის ტორპედოდან 600 000 ევროდ (ოფიციალურად ასეა) გაიყიდა ლოკომოტივში. როგორც იცით, თავიდან ნახევარმცველი გახლდათ, მაგრამ ლოკოში ცენტრალურ მცველად დასწიეს.

 

საქართველოს ნაკრებში კარგ კარგი თამაშები ჩაატარა, მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანა, მაგრამ რაღაცნაირი სევდაც დაგვიტოვა... მეტი შეეძლო. ასათიანმა 29 წლის ასაკში დაასრულა კარიერა. 29! ზოგიერთი მცველი 30-ს რომ გადასცდება, მერე აღწევს პიკს.