მანჩესტერი საქმეს შეუდგა

რამდენიმე დღის წინ გამცნეთ, რომ მანჩესტერს იუვენტუსიდან ადრიენ რაბიოს გადაბირება სურს. ბოლო ცნობებით, სულშერის გუნდი საქმეს შეუდგა და ფეხბურთელის დედასთან, რომელიც ამავდროულად ადრიენის აგენტია მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

 

სათქმელია, რომ იუვენტუსის დატოვებაზე თავად რაბიოც ფიქრობს, რადგან ბიანკონერიში თავს კომფორტულად არ გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ფეხბურთელი იტალიელებს შარშან ზაფხულში შეუერთდა, მისი გაშვების წინააღმდეგნი არც ტურინელები არიან, რადგან ფრანგი შუახაზელით აშკარად არ არიან კმაყოფილნი.

 

რაბიომ ამ სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია. აქვე გეტყვით, რომ მისით ევერტონიცაა დაინტერესებული. 

 

რაც შეეხება მანჩესტერს, იუნაიტედი პრემიერლიგაში 45 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება. გეტყვით იმასაც, რომ რაბიოს გარდა მანჩესტერში საულ ნიგესის შეძენაც სურთ.