რატომ არ ბრუნდება რაბიო?

L'Equipe-ის ინფორმაციით, ადრიენ რაბიო იუვენტუსს პროტესტს უცხადებს და იტალიაში არ ბრუნდება. საქმე იმაშია, რომ, კორონავირუსის პანდემიის გამო, კლუბმა ფეხბურთელებს ხელფასი შეუმცირა, რასაც ფრანგის უკმაყოფილება მოჰყვა. 

 

იმ დროს, როდესაც მისი თანაგუნდელები შეიკრიბნენ და ვარჯიშს შეუდგნენ, რაბიომ განაცხადა, რომ სამშობლოში იმდენ ხანს დარჩება, სანამ იძულებული არ გახდიან ტურინში დაბრუნდეს. 

 

დაზუსტებით რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ ფრანგმა იუვენტუსის პირველ ზარს არ უპასუხა და თვითმფრინავში ჩაჯდომაზე უარი განაცხადა. 

 

იტალიელები რაბიოს საქციელმა ძალიან გააღიზიანა, თუმცა იმედოვნებენ რომ ფეხბურთელი და დედამისი (შეთავსებით, აგენტიც), გონს მალე მოეგებიან. 

 

ადრიენთან ერთად, კლუბში გონსალო იგუაინიც არ დაბრუნებულა, თუმცა მას საპატიო მიზეზი აქვს და იუვენტუსმა გაათავისუფლა. 

 

რაბიოს ამჟამინდელი ხელფასი 8 მილიონი ევროა...