იქ ამბავი იქნება...

 

 

 

 

 

 

 

ინგლისური პრემიერლიგა, სავარაუდოდ, ივნისში განახლდება. მომავალ ოთშაბათს ლიგის ოცივე კლუბის მწვრთნელი და კაპიტანი ოფიციალურ შეტყობინებებს მიიღებს სეზონის განახლებისა და ვადების შესახებ.

ბევრი რამ კიდევ გასარკვევია...

 

Liverpool hit out at Mayor Joe Anderson for Anfield claim in call ...

 

როგორ მდგომარეობაში იქნებიან მოთამაშეები? ისინი ხომ ყველა გაივლიან კორონავირუსის ტესტირებას. და რა მოხდება მაშინ თუ რომელიმეს ან რამდენიმეს ვირუსზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდება, ან მთელი გუნდი იქნება კარანტინში გადასაყვანი? მაგალითად, ამ შაბათს გერმანიაში ბუნდესლიგის სეზონი განახლდება. ტესტირებამ კიოლნში რამდენიმე ფეხბურთელს საეჭვო დიაგნოზი აღმოაჩნდა და ისინი თავიდან უნდა შეამოწმონ, დრეზდენის დინამოს მთელი შემადგენლობა კი კარანტინში გადაიყვანეს. შედეგად, დრეზდენელთა პირველი ორი მატჩი გადაიდო. როგორ მოიქცევიან ასეთ სიტუაციაში პრემიერლიგის კლუბები, არავინ იცის.

კიდევ, ლივერპულს დარჩენილ ცხრა მატჩში მხოლოდ ექვსი ქულა სჭირდება 30 წლის შემდეგ პირველი ტიტულის გასაფორმებლად და დიდი ალბათობით, ჩემპიონი სწორედ მერსისაიდული კლუბი გახდება. თუმცა ქალაქის მერმა ჯო ანდერსონმა, რომელიც, სხვათა შორის, ევერტონის გულშემატკივარია, ახლახან შეშფოთება გამოთქვა ლივერპულის ქომაგების მოსალოდნელი ქმედების გამო. ენფილდზე უმაყურებლოდაც რომ ითამაშონ, გაჩემპიონების შემთხვევაში, სტდიონის გარშემო მაინც ათასობით ადამიანი შეიკრიბება და სოციალურ დისტანციას აუცილებლად დაარღვევენ, რაც კორონავირუსის გავრცელების წყარო შეიძლება გახდესო.

„პოლიციას გაუჭირდება ქომაგების გაკონტროლება და ეს დიდი პრობლემაა. ღელავენ მედიკოსებიც. ამიტომ, პრემიერლიგის ხელმძღვანელობას ვთხოვთ, გაითვალისწინოს ეს პრობლემა.“ - განაცხადა მერმა ანდერსონმა.

ანდერსონი იმასაც ამბობდა, სეზონი აღარ გავაგრძელოთ და ამით დიდ პრობლემებს ავიცილებთ თავიდანო. ამან ლივერპულის მწვრთნელ-ფეხბურთელები გააბრაზა, მათ მერი გააკრიტიკეს.

 

Liverpool hit out at Mayor Joe Anderson for Anfield claim in call ...

 

ისინი გამოსავალს ეძებენ სიტუაციის შესარბილებლად. მაგალითად, Mirror-ი წერს, რომ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და გუნდის ფეხბურთელები ქომაგებს პირდაპირ გზავნილებს მისწერენ და სთხოვენ სოციალური დისტანცია დაიცვან. თუმცა რამდენად რეალურია ეს, ძნელი სათქმელია.