NBA მალე დაიწყება...ალბათ

კრის პოლი NBA-ს მოთამაშეების პროფკავშირის პრეზიდენტია. კარგი, საინტერესო, საკაიფო თანამდებობა რბილ სავარძელში მოკალათების ხანგრძლივი პერსპექტივით.

მისტერ პოლმა და ლიგის სხვა ვარსკვლავებმა გუშინ ტელეკონფერენცია გლიჯეს.

თემა? უნდა განახლდეს თუ არა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი რეგულარული.

კონფერენციის წევრები - ლებრონ ჯეიმსი (თავისთავად), ენტონი დევისი (ლებრონის რობინი), კევინ დიურანტი (უნდა ყოფილიყო), იანის ანტეტოკუმპო (მოქმედი MVP), კავაი ლეონარდი (ბოლოში გაიღიმა), სტეფ კარი (ჩვენი ბიჭი), დემიან ლილარდი (იყოს) და რასელ უესთბრუქი (თუ მომავალი გიჟებს ეკუთვნის, რასი აქ უნდა ყოფილიყო).

All Star. წაუგებელი გუნდი.

და, არსებული ვითარების დეტალურად გარჩევის შემდეგ, ბიჭებმა ერთხმად თქვეს - ჩვენ გვინდა სეზონის განახლება!

ალბათ, სხვა გადაწყვეტილების მიღება არც იყო მოსალოდნელი.

ლიგამ უნდა დაიცვას უსაფრთხოების ნორმები. ლიგამ უნდა გაითვალისწინოს ტელეკონტრაქტების თემა. ლიგამ უნდა იფიქროს გულშემატკივარზე გულშემატკივრის გარეშე.

და, ლიგა მზად არის.

პოლმა მადლობა გადაუხადა მეგობრებს და დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ლიგის კომისართან, მისტერ ადამ სილვერთან ერთად უახლოეს 24 დღეში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

პოლის ინიციატივით, ამ ჯგუფში შევლენ მისტერ უესთბრუქი, ჯეისონ ტეიტუმი, კაილ ლაური და დუაიტ პაუელი.

8 მაისიდან გუნდებს მოსამზადებელი ბანაკების გახსნის უფლება მისცეს. შემსუბუქებული გრაფიკით და ამ პროცესს ვერ დაესწრებიან ჟურნალისტები.

24 დღეში მისტერ სილვერი იტყვის.

ჩვენ გვსურს, რომ იყოს, დიდი YES!