39 წელი ყველაზე დიდი გამარჯვებიდან

ზუსტად 39 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს, თბილისის დინამომ თასების მფლობელთა თასი მოიგო. ლეგენდარული ფეხბურთელებით და მწვრთნელით დაკომპლექტებული გუნდი ფინალში იენის კარლ ცაისს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

 

დინამომ ფინალამდე საკმაოდ რთული გზა განვლო. ნოდარ ახალკაცის დამოძღვრილებს ბერძნული კასტორიას, ირლანდიული უოტფორდი, ინგლისური ვესტ ჰემის და ნიდერლანდური ფეიენოორდის ბარიერების დაძლევა მოუწია. 

 

მატჩის მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. 63-ე წუთზე გერჰარდ ჰოპემ ანგარიში გახსნა, თუმცა კარლ ცაისის სიხარულმა დიდხანს არ გასტანა, რადგან 4 წუთში ტაბლოზე 1:1 დაეწერა. რამაზ შენგელია რამდენიმე მეტოქეს მშვენივრად გასცდა, შემდეგ ვლადიმერ გუცაევს უპასა და მანაც უძლიერესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 

 

 

გადამწყვეტი მომენტი 87-ე წუთზე დადგა, როცა ვიტალი დარასელიამ მისი უდიდესი საფეხბურთო კლასის ხარჯზე, კარლ ცაისს გამარჯვების გოლი გაუტანა. დარასელიამ 2 მცველი შესანიშნავად ჩამოიშორა და მარცხენათი მეკარეს აუღებელი დაურტყა. 

 

ეს იყო მეორე შემთხვევა როცა საბჭოთა კავშირის გუნდმა თასების მფლობელთა თასი მოიგო. პირველად ამ წარმატებას 1975 წელს კიევის დინამომ მიაღწია, როცა ფინალში უნგრული ფერენცვაროში 3:0 დაამარცხა. 

 

დინამო: გაბელია; თავაძე, ჩივაძე, ხიზანიშვილი, კოსტავა; სულაქველიძე, სვანაძე (კაკილაშვილი 67); ყიფიანი; დარასელია, გუცაევი, შენგელია.

 

დინამოს უდიდესი წარმატება შარშან, 13 მაისს ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და კარლ ცაისთან ერთ-ერთი გოლის ავტორმა, ვლადიმერ გუცაევმა Leadersport.ge-სთან გაიხსენა.