ხაბიბის მამა კომაშია

მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას ხაბიბის მეგობარი, ისლამ მახაჩევი ავრცელებს.

 

"ხაბიბს ყოველდღიურად ვესაუბრები. აბდულმანაპს სულ ვკითხულობ. როგორც ვიცი, ის მძიმე მდგომარეობაშია. აბდულმანაპის ჯანმრთელობა უკიდურესად გართულდა. ახლა ის კომაშია და მოსკოვში იმყოფება.

 

აქ, დაღესტანში, მას არასწორად მკურნალობდნენ, რის გამოც სერიოზული პრობლემები გაუჩნდა. ამის შემდეგ აბდულმანაპი თვითმფრინავით მოსკოვში გადაიყვანეს. ახლა ის სამხედრო ჰოსპოტალში იმყოფება. მის სანახავად არავის უშვებენ, ის მარტოობაში რჩება", - თქვა წყარომ.

 

შეგახსენებთ, 25 აპრილს 57 წლის ნურმაგომედოვს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. არასწორი მკურნალობის გამო რამდენიმე დღის წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.