სარი კავანის ითხოვს

არახალია, რომ პსჟ-ს დატოვების წინააღმდეგი თავად ფეხბურთელიც არაა

ედისონ კავანიმ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს. BBC-ის ცნობით, ფეხბურთელისადმი ინტერესს ლონდონის ჩელსი იჩენს. გეტყვით იმასაც, რომ პრემიერლიგის ბინადრები ურუგვაელში 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

 

როგორც BBC-ში ვკითხულობთ, კავანის პსჟ-დან გადაბირება პირადად მაურისიო სარის სურს. იტალიელი სპეციალისტი ჩელსის ფორვარდების თამაშით ძალიან უკმაყოფილოა და თავდამსხმელის დამატებას აპირებს.

 

თავის მხრივ პსჟ-ს დატოვების წინააღმდეგი თავად ფეხბურთელიც არაა. ერთ წელზე მეტია, რაც მას გუნდის ხელმძღვანელობასთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს და თვალი კარისკენ უჭირავს.

 

ცნობისთვის, ჩელსი ერთადერთი გუნდი არაა, რომელსაც ელ მატადორის შეძენა სურს. სამხრეთ ამერიკელისადმი ინტერესს მადრიდის ატლეტიკოც იჩენს.

 

ამ სეზონში კავანიმ 18 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.