დარტყმა დამოუკიდებლობისთვის

 

 

 

 

 

 

 

თუ ჩვენთვის 13 მაისი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ნათელი წერტილია, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ 1990 წლის 13 მაისს, ზაგრების მაქსიმირის სტადიონზე, ზაგრების დინამოსა და ცრვენა ზვეზდას მატჩში მომხდარი არეულობის შემდეგ, იუგოსლავიის ძმათამკვლელი ომი დაიწყო. კონფლიქტი, რომელსაც 100 ათასე მეტი ადამიანი შეეწირა.

ამ მატჩს სპორტული მნიშვნელობა, ფაქტობრივად, არ ჰქონდა. ცრვენა ზვეზდა უკვე ჩემპიონი იყო. თუმცა, მათ ბელგრადიდან ზაგრებში ღამის მატარებლით  3 ათასი გულშემატკივარი მაინც გაჰყვა. მათი უმეტესობა დელიეს წარმომადგენელი იყო - ცრვენას ყველაზე რადიკალური ფანების დაჯგუფება.

ზაგრებში მათ დინამოს ცუდი ლურჯი ბიჭები დახვდნენ - დინამოს ულტრასები. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ თამაში მშვიდობიანად არ დამთავრდებოდა.

ამბობენ, რომ დელიეს დელეგაციაში იყო ჟელკო რაჟნატოვიჩი, იგივე არკანი.

 

 

არკანი სერბული სამხედრო გაერთიანების მეთაური გახლდათ, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოიჩეოდა. 1997 წელს ჰააგის სასამართლომ ის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეში დაადანაშაულა. მას წლების განმავლობაში ეძებდა ინტერპოლი და 2000 წელს ბელგრადში მოკლეს.

დავუბრუნდეთ მატჩს. იმ საღამოს გმირი წარსულში შესანიშნავი ფეხბურთელი, მილანისა და ხორვატიის ნაკრების ვარსკვლავი ზვონიმირ ბობანი გახდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტრიბუნებზე ვითარება ძალიან დაიძაბა, ფანები მინდორზე სკამებს, მონეტებს, სანთებელებს ისროდნენ, მერე მინდორზე გადაიჭრნენ და სიტუაცია უმართავი გახდა. მაშინდელ იუგოსლავიაში მილიციელთა უმეტესობა სერბი გახლდათ და აშკარა იყო, რომ ისინი ცრვენა ზვედას მხარეზე იყვნენ. ტელეკადრში გაოგნებული ბობანის სახე გამოჩნდა, რომელიც თურმე ყვიროდა: რა ხდება, რა განუკითხაობაა...

მან დაინახა, რომ ერთ-ერთმა მილიციელმა თანაგუნდელს დაარტყა, მერე კი  დინამოელთა ქომაგს. ბობანი გაექანა და ამ მილიციელს მუხლი სახეში ჩაარტყა. მერე ამ დარტყმას ხორვატები „დარტყმას დამოუკიდებლობისთვის“ დაარქმევენ.

ჯამში 117 მილიციელი და 70-მდე ფანი დაშავდა. 100-მეტი ადამიანი კი დააკავეს.

იუგოსლავიის ფეხბურთის ფედერაციამ ბობანს ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რის გამოც მან 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა. ხორვატებმა კი ის ეროვნულ გმირად გამოაცხადეს.

„მილიცია მხოლოდ ჩვენს გულშემატკივრებს ერჩოდა და სერბებს ზედაც არ უყურებდა. ერთმა ჩვენს ფეხბურთელს, შემდეგ კი ქომაგს დაარტყა, ეს დიდი უსამართლობა იყო. ვეღარ მოვითმინე და მეც დავარტყი.

 

Harminc éve játszották a futballmeccset, amely után kirobbant a ...

 

ამ ქმედებით შეიძლება ყველაფერი დამეკარგა: კარიერა, პატივისცემა, სიცოცხლეც კი. მაგრამ ეს ღირდა სანუკვარი მიზნისთვის - ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის,“- ამბობს ბობანი.

„ფანატს ვაშოშმინებდი, როცა ბობანმა ჩემთან მოირბინა. რაღაცას მიყვიროდა, მაგრამ ხორვატული არ მესმის და ყურადღება არ მივაქციე, მოვბრუნდი თუ არა, მუხლი სახეში ჩამარტყა. მასზე ნაწყენი არ ვარ. სადღაც მესმის კიდეც მისი. ეს ხომ საფეხბურთო მატჩი არ იყო. ეს უკვე ნამდვილი ომი გახლდათ,“ - დასძენს დაზარალებული პოლიციელი რაფიკ ახმეტოვიჩი. სხვათა შორის, წარმოშობით ბოსნიელი.

ომმა სპორტზეც იმოქმედა. იუგოსლავიის ნაკრები ევრო 92-ზე არ დაუშვეს. მის მაგიერ მოასპარეზე დანია კი, ბედის ირონიით, ჩემპიონი გახდა.

 

Memories: Dinamo Zagreb - Crvena Zvezda 13.05.1990