პიანიჩს რიგი დაუდგა

მირალემ პიანიჩის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ბევრჯერ დაიწერა, რომ მისი გადაბირება ბარსელონას სურს და ბლაუგრანა მზადაა მის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადოს. 

 

ბოლო ცნობებით, ესპანურ გრანდს კონკურენტები გამოუჩნდნენ. საქმე იმაშია, რომ იუვენტუსის ნახევარმცველის შეძენა პსჟ-ს და ჩელსისაც აქვთ მოწადინებული. ამ თემაზე თავად მე-5 ნომრის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. 

 

პიანიჩი იუვენტუსში 2016 წლის ზაფხულში რომადან გადავიდა. ამ სეზონში ბოსნიელმა 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.