ოსფრიზის 70% გაიყიდა

უელსური ოსფრიზის აქციების 70% აზიურმა ფინანსურმა ჯგუფმა Y11 Sports & Media-მ შეიძინა. კლუბის პრეზიდენტმა რობერტ დევისმა თანამდებობა და აქციების 25% შეინარჩუნა. ამასთან ერთად, Y11 Sports & Media-ს გენერალური დირექტორი ჯეიმზ დევის-იანდლი და მისი საქმიანი პარტნიორი დონალდ ტანგი ისფრიზის დირექტორთა საბჭოში შევიდნენ.

 

რობერტ დევისი ამ გარიგებას რევოლუციურს უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი კლუბი ყოველთვის ნოვატორი იყო რაგბის განვითარების საქმეში.

 

ძნელი სათქმელია, რატომაა ეს გარიგება რევოლუციური. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ  რადგან Y11 Sports & Media-ს სათავე ოფისი ჰონგ კონგშია, ოსფრიზი იქ საჩვენებელ მატჩებს გამართავს.