ბათუმის ორი სახე

ბასკოში ჯეფ როჯერსი იყო კლასი. ელეგანტური, სწრაფი მკვლელი.

ბასკოში ვატო ნაცვლიშვილი იყო ძალა. უხეში, მთქმელი ძალა.

ბასკოში ითამაშეს, გაიცნეს კალათბურთი და გაგვაცნეს თავი გიორგი ცინცაძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა. რა სასიამოვნო პერიოდი იყო ეს.

ბასკოში საქართველოს ნაკრების ბევრი წევრი იღლებოდა და დაღლაში დაფასებას და სიყვარულს იღებდა.

და, ბასკოში იყვნენ ბათუმელებიც. ბევრი ბათუმელი. და, ორი განსაკუთრებით კარგი.

ივანე მაისურაძე და ლაშა კეშელავა.

მსროლელი და კიდევ ერთი მსროლელი, რომელმაც მეოთხე ნომერზე გადაინაცვლა და საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მომხსნელი გახდა. მაისურაძე უფრო ჰაეროვანი, მსუბუქი იყო. ელეგანტური აწევა, საოცარი სროლა და ხანდახან,  სწრაფი მოტეხვა, რის შემდეგაც მოწინააღმდეგე გაბრუებული იყო.

კეშელავა უფრო სტატიკურ კალათბურთს აწვებოდა. ოდნავ მსუბუქი კეშა მშვენივრად იხსნებოდა, სწრაფად იწეოდა და აგდებდა. პერიმეტრზე მისი თავისუფლად დატოვება სახიფათო იყო. მაგარი სახიფათო. დატოვებ და გატკენს. ყველაფერს ასე მარტივად მთავრდებოდა. უკვე მოგვიანებით, როდესაც წონის მატებასთან ერთად, ლაშა ოდნავ სამწამიანისკენ აიწია, დაიწყო მისი ტრანსფორმაციაც.

და, იყო ის, ერთი სეზონი, როდესაც ორივეს ძალიან კარგი სტატისტიკა ჰქონდა. კი, ბათუმმა მაშინ ვერ გაქაჩა, მაგრამ მაისამაც დაგლიჯა და კეშელავამაც.

2010/2011 წლების რეგულარული.

ვანო - 14.0 ქულა, 4.5 მოხსნა, 2.5 პასი, საშუალო დისტანციდან ზუსტი სროლების 50 %. მაისურაძეს ჰქონდა 9-მატჩიანი სერია, როდესაც ის მინიმუმ, 10 ქულას იღებდა. კაპიტანი და ლიდერი.

კეშელავა - 15.5 ქულა, 9.1 მოხსნა (კარიერის რეკორდი), 2.1 პასი (კ.რ.), 1.8 ჩაჭრა (კ.რ.), 0.5 დაფარება (კიდევ ერთი პერსონალური რეკორდი). კეშელავა ყველაფერს ხსნიდა. შეუცვლელი.

ორივემ კარგი კალათბურთი იყომარა და ბათუმში მათ სანახავად ასეულობით გულშემატკივარი დადიოდა, ხმაურობდა, ბედნიერი იყო.

და, დღეს, როდესაც სპორტი და კალათბურთი ისვენებს, მადლობა ორივეს ძალიან ლამაზი წლებისთვის. მაისა და კეშა.