დირკი თუ გარნეტი?

ESPN-მა ყველა დროის საუკეთესოები დაასახელა. და, პირველ ათეულში ტიტანები, უკვდავები, ხელშეუხებლები მოხვდნენ.

და, ოდნავ უკან, დგანან ლეგენდები.

19. დირკ ნოვიცკი.

20. კევინ გარნეტი.

ორი მძიმე ფორვარდი. ორი განსხვავებული ლიდერი. ორი შეუცვლელი ვარსკვლავი.

ნოვიცკიმ დალასს ხანგრძლივი ერთგულება და სტაბილურობა აჩუქა. 20.7 ქულით, 7.5 მოხსნით, ბევრი მოგებული თამაშით. პირადად მოგებული თამაშით. ნოვიცკიმ შეცვალა მაღლების კალათბურთი და უნივერსალიზმის ნიღამი მოირგო. NBA დღემდე ამ ნიღბით დადის. ნოვიცკი არ იყო რბილი ევროპელი, რომელიც სადისტურ დაცვას ერიდებოდა. ის ამ დამცველებს დისტანციაზე იჭერდა. კლასი. დირკმა დალასს ჩემპიონობა აჩუქა.

გარნეტმა მინესოტას ქარიზმა მისცა. გარნეტმა მინესოტას კონფერენციის ერთი ფინალი აჩუქა და გარნეტი მინესოტას ხელფასის ნახევარზე მეტს იღებდა. ალბათ, უნდა აეღო, მაგრამ ამის გამო გუნდი მეორე ვარსკვლავს ვერ იკონტრაქტებდა. ლატრელ სპრიუელი და სემ კასელი არ ითვლება. ჩვენ რეალურ ვარსკვლავებზე ვსაუბრობთ. კევინი ბოსტონში გადადის, იგებს ფინალს, საუკეთესო დამცველის პრიზს და ბოლო აკორდებს ბრუკლინში აიღებს. კევინი იყო აგრესია.

რომელი? მე თავს ვუხრი გარნეტის ნეანდერტალურ სადიზმს, მაგრამ დირკი ჩემთვის უფრო დიდია. დირკი უფრო ჩემია. დირკი უფრო მეტი იყო.

გარნეტი უჯოკრავს დაცვით, ეპატაჟური ლიდერობით, მაგრამ ნოვიცკი თავის საქმეს სისხლის და ჭრილობების გარეშეც მშვენივრად აკეთებდა. საშინაო დავალება თითქმის ყოველთვის შესრულებული იყო.

გაიაზრეთ, რომელი?

ჩემი ფავორიტი არის დირკ ნოვიცკი. ამ ორში.