ბითაძის პირველი გამარჯვება

ბითაძის გუნდი, 9 იანვარს, ევროლიგის ეგიდით, თელ ავივის “მაკაბის” ესტუმრება. 

„ბუდუჩნოსტმა“, ადრიატიკის ლიგასა და ევროლიგაზე მიჯრით განცდილი 8 მარცხის შემდეგ, როგორც იქნა პირველი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც საკმაოდ სოლიდური წვლილი შეიტანა გოგა ბითაძემ.

 

„ბუდუჩნოსტმა“, ბოსნიურ  „იგოკეას“ უმასპინძლა და 26 ქულით, 96:70 გაანადგურა. საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. გოგა მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და საერთო ჯამში პარკეტზე 23 წუთზე მეტი დაჰყო.

 

ამ დროის მანძილზე, ბითაძის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ მონტენეგროელ დანილო ნიკოლიჩს ჩამორჩა.

 

ბითაძის გუნდს ადრიატიკის ლიგაში მომდევნო შეხვედრა  14 იანვარს ბელგრადში ფმპ-სთან ელის, მანამდე კი, 9 იანვარს, ევროლიგის ეგიდით, თელ ავივის “მაკაბის” ესტუმრება.