მსოფლიო რაგბიმ 160 მილიონი შეაგროვა

მსოფლიო რაგბიმ პანდემიის მიერ მიყენებული ზარალის დასაძლევად სპეციალური ფონდი შექმნა, რომელშიც  160 მილიონი დოლარის აკუმულირება შეძლო. ამ ფონდიდან დახმარებას ის რაგბის კავშირები მიიღებენ, რომლებიც პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

 

პირველმა ელიტური ქვეყნებიდან მსოფლიო რაგბის დახმარება ავსტრალიამ თხოვა. ბილ ბომონტს და კომპანიას ამ თხოვნაზე მყისიერი რეაქცია ქონდათ და ავსტრალიის რაგბის კავშირი დახმარების სახით 14,2 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

"მადლიერნი ვართ მსოფლიო რაგბის დახმარების. ეს თანხა საშუალებას მოგვცემს მომდევნო 12 თვის განმავლობაში შეუფერხებლად ვიმუშავოთ და გასული წლის ვალები გადავიხადოთ"  - თქვა ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რობ კლარკმა.

 

პანდემიის გამო რა ოდენობის ზარალი აქვს საქართველოს რაგბის კავშირს და დაეხმარება თუ არა მსოფლიო რაგბი მას ჯერჯერობით უცნობია.