ივლისის ტესტები გადაიდო

მსოფლიოს რაგბი ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ივლისში ტესტ მატჩები არ გაიმართება. ცხადია, ამის მიზეზი პანდემიაა, რომლის გამოც ბევრ ქვეყანას საზღვრები ჩაკეტილი აქვს და სექტემბრამდე არ გახსნის.

 

შედეგად აღარ ჩატარდება საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრებთა მატჩი ივლისში. ვინაიდან მატჩები გადადებულია და არა გაუქმებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი წლეულს მაინც გაიმართება. სამხრეთაფრიკელები ამ მატჩების ოქტომბერში გამართვას აპირებენ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.