ზე რაგბი იცოცხლებს

ზე რაგბის აღსასრულის შესახებ ინფორმაცია გადაჭარბებული გამოდგა. როგორც სიდნეი მორნინგ ჰერალდი იტყობინება დასრულდა მოლაპარაკება კლუბებსა და ტურნირის ორგანიზატორებს შორის.

 

შეთანხმდნენ, რომ ახალზელანდიური, ავსტრალიური, სამხრეთ აფრიკული და არგენტინული ფრანჩაიზები საშინაო შეჯიბრებებს გამართავენ. პლეი ოფში კი, მათ იაპონიის ორი საუკეთესო გუნდი დაემატებათ. ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის და არც ტურნირის გამართვის თარიღია დასახელებული. თუ შეჯიბრება ამ ფორმატით გაიმართა, ის დროებითი მოვლენა იქნება. პანდემიასთან გამკლავების შემდეგ კი, ზე რაგბის გათამაშება ისევ ძველი ფორმატით ჩატარდება.