ნგანუ: მოკრივეობაზე ვოცნებობ

მძიმე წონაში UFC-ის მეორე ნომერმა, ფრანსის ნგანუმ მაიკ ტაისონის Youtube არხზე ისაუბრა. წარმოშობით კამერუნელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ მოკრივეობაზე ოცნებობს.

 

"კრივი ჩემი ოცნებაა, რომელზეც უარი ჯერ არ მითქვამს. ამ იდეაზე ისევ ვფიქრობ. მჯერა, რომ ამ სურვილსაც ავიხდენ. საკუთარი თავი MMA-ში მხოლოდ იმიტომ გამოვცადე, რომ აქ დიდ ფულს მიხდიან. თავდაპირველად, არც მოქალაქეობა მქონდა, არც მუშაობის ნებართვა - არაფრის გაკეთება შემეძლო. ერთადერთი ადგილი, სადაც ფულს მიხდიდნენ, ოქტაგონი იყო", - თქვა ნგანუმ.