შაკი თუ კობი?

რიკ სმითსს, დიკემბე მუტომბოს და მთელ ნიუ ჯერსის მხოლოდ ბევრი წლის შემდეგ შეუხორცდათ შაკილ ო’ნილთან ცეკვაში მიღებული ჭრილობები. შაკმა დაშალა მთელი ლიგა და იქ, ფინალში, ბოლო დონეზე ინდიანა, ფილადელფია და ნიუ ჯერსი იდგნენ.

შაკთან ერთად მკვლელობის ლიცენზია მიიღო კობი ბრაიანტმა. რომელმაც ამ სამ ფინალში ერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა. როდესაც ო’ნილი ინდიანასთან დამატებით დროში გააგდეს, კობიმ ჩასაგდები ჩააგდო. და, ლეიკერსმა გაქაჩა.

ისინი ავსებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამ პერიოდში შაკი იყო ვულკანი. შაკის გარშემო ისმოდა ძვლების მტყვრევის ხმა და მოდიოდა ფერფლის წვიმა. კობი იყო ო’ნილის სკოტი პიპენი და როდესაც შაკი მაიამიში გადავიდა, ბრაიანტი ლეიკერსის ჯორდანი გახდა.

შაკმა ჯეკპოტი ფლორიდაშიც მოხსნა. კიდევ ერთ დაბალ, სწრაფ, ცელქ ბიჭთან ერთად, რომელიც დიდ ბიჭებში მხოლოდ მესამე სეზონს ატარებდა. არენაზე დუეინ უეიდი გადის. კობი ამ დროს ამყარებს ინდივიდუალურ რეკორდებს, ერთ მატჩში 81 ქულაზე ადის და ლეიკერსი ფავორიტის პაროდია გახდა.

შაკი ჩემთვის, ყველაზე დომინანტური მოთამაშე იყო. უფრო შეუჩერებელი, ვიდრე - ლებრონ ჯეიმსი. შაკს ეზარებოდა ვარჯიში, შაკს სტაბილურად ჰქონდა ზედმეტი წონის პრობლემა, მაგრამ შაკი მაინც გკლავდა. უბრალოდ, მიიღებდა ბურთს, გადაგაგდებდა ცენტნერიანი უკანალით და მიგატენიდა ისე, რომ ფარი უმანუელასავით კვნესას იწყებდა.

შაკმა 4 ფინალი მოიგო. დიახ, პირადად მოიგო.

კობი ხუთჯერ გახდა ჩემპიონი და ორჯერ - შაკის გარეშე.

და, ჩემი აზრით, 2010 წლის ლეიკერსი არანაკლებ ღრმა და შეუჩერებელი ბანდა იყო, ვიდრე - ის, შაკის წლების.

კობი ESPN-ის სიაში მეცხრეა. შაკი - მეათე.

რომელი უფრო დიდი იყო?