შერმადინის საშინაო მარცხი

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტური წარუმატებელი გამოდგა გიორგი შერმადინის გუნდისთვის. “უნიკახამ” მალაგაში უმასპინძლა “იბეროსტარს” და 61:78 დამარცხდა. შეხვედრაში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების წევრ თად მაკფადენს, რომელიც ტრავმირებულია. 

 

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:53 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

 

მალაგელებს 10 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს, ისევ შინ, მადრიდულ “ესტუდიანტესთან” გამართავს.