კარი თუ დიურანტი?

სტეფ კარიმ შეცვალა კალათბურთი. ყველა დროის საუკეთესო მსროლელი, რომელიც დგას პირველ ნომერზე და კლავს ყველა გუნდს.

კევინ დიურანტმა შეცვალა საკუთარი კარიერა, როდესაც სტეფთან, გოლდენ სტეიტში გადავიდა. ნიჭი გადავდა და დიურანტმა დაისვენა.

სტეფთან ერთად გოლდენ სტეიტი დიურანტის გარეშეც იგებდა ფინალს. და, სტეფი ორჯერ MVP გახდა. კარი იმ წლებში ყველაზე დახვეწილი სადისტი იყო.

დიურანტმა ოკლაჰომაში აიღო ერთი MVP და დასვა უამრავი სტატისტიკური ბონუსი. დიურანტი ერთხელ გავიდა ფინალში და იქ თავი დაუხარა მეფეს.

კარი ლიგის ისტორიაში ერთადერთი უალტერნატივო MVP (2015/2016) გახდა. დაიმსახურა.

დიურანტი ამ გენერაციის ყველაზე ელეგანტური შემტევია. დიურანტის კალათბურთი გედების ტბა იყო. ალბათ, იქნება.

კარის სტატისტიკა (23.5 ქულა, 6.6 პასი, 4.5 მოხსნა, 1.7 ჩაჭრა, 3.6 ზუსტი სამიანი) ისტორიულია.

კევინის სტატისტიკა (27.0 ქულა, 7.1 მოხსნა, 4.1 პასი, 1.1 ჩაჭრა, 1.1 დაფარება, 1.8 ზუსტი სამიანი) უფრო მეტია.

და, ის ორი სეზონი, როდესაც გოლდენ სტეიტი საკუთარი ნიჭით და სხვისი ტრავმებით იგებდა, ლიგის ისტორიაში სემინოლის შუბივით ჩაერჭო.

ის გოლდენ სტეიტი იყო მანქანა.

სადაც პრობლემებს ბორკილებისგან (რასისგან) გათავისუფლებული კევინი და კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერი აგვარებდნენ.

თქვენ რომელი უფრო მოგწონთ?