ნიკო, ძალიან კლასნი

ძირითადად, ასე მოიხსენიებენ ნიკო ჩერქეზიშვილს. და, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ნიკო-მწვრთნელზე გაცილებით მეტი საუბრობს, ვიდრე - ნიკო-მოთამაშეზე.

მწვრთნელობა რთულია. და, ყველაფერთან ერთად, უნდა გაგიმართლოს, რომ კარგ გუნდში კარგ დროს მოხვდე. მოთამაშე უფრო დამოუკიდებელად ყომარობ და მეტწილად, შენ ხარ საკუთარი ბედის საუკეთესო მეგობარი.

ნიკო-მოთამაშე საოცარი სანახავი იყო. მე რაც მახსოვს (და, მერწმუნეთ, საკმაოდ ბევრი მახსოვს), ჩერქეზიშვილი სერიოზულად ასრულებდა.

პირველი ნომერი კარგი სროლით და დროული პასით. ის, რაც ქართულ კალათბურთს დღეს მაგრად აკლია. ის, რაც ადრე, სხვა დროს, გვქონდა.

ის, რაც ნიკოს დამახასიათებელი იყო. ყოველთვის.

ვითაში ბევრი ლიდერი იყო. ბევრი მოთამაშე, რომელმაც მწვრთნელების და თანაგუნდელების ნდობა დაიმსახურა. და, ამ საოცარ გუნდში ნიკო გამოირჩეოდა.

პირველ რიგში, სწრაფი აზროვნებით და კლასით. ის, რაც კარგ, მაგარ პირველ ნომერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ის, რაც ნიკოს დიდი დოზით ჰქონდა.

მომთხოვნი თანაგუნდელებთან და პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. ნიკოს თამაშები არა მხოლოდ ვითაში მახსოვს და იმ პერიოდსაც ნოსტალგიით გაიხსენებენ, როდესაც ნიკო სდასუ-ში დარბოდა. ვეტერანების გუნდში. კარგ გუნდში.  

ნიკო-მწვრთნელიც მაგარი მომთხოვნია და, თუ ვინმეს ეს სიმკაცრე აღიზიანებს, ესე იგი მისთვის მიუღებელია დისციპლინა და წესრიგი. ზოგს წესრიგის ენით უნდა გაესაუბრო, რომ როდესაც საჭირო იქნება, იმ ბიჭს ფეხები და ხელები არ აუკანკალდეს.

 

ზაზა ცაგარეიშვილი (საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): ნიკოსთან ერთად სკოლის პერიოდიდან მოვდივართ. ძალიან ვაფასებ, როგორც მოთამაშეს, როგორც - მწვრთნელს და როგორც - ადამიანს. ნიკო-მოთამაშე იყო სწრაფი, ტექნიკური, მოაზროვნე, სტაბილური სროლით და ძალიან კარგი, ზუსტი პასით. ყოველთვის ცდილობდა, რომ მოედანზე გუნდისთვის საზიანო არ გაეკეთებინა და იყო აკურატული. ვითაში, სადაც ბევრი ვარსკვლავი შეკრიბეს, ნიკო იმ გუნდის სული და გული იყო. კარიერის ბოლო სეზონი ნიკოსთან ერთად დინამოში ჩავატარე. შემდეგ, დინამო 2-ში ნიკო მთავარი მწვრთნელი გახდა და მე - მისი ასისტენტი. კარგი დრო იყო. ამ ადამიანს დიდ პატივს ვცემ.

 

და, იგივეს კალათბურთის სამყაროდან ძალიან ბევრი იტყვის.