გიგა ჭიკაძის მორიგი გამარჯვება UFC-ში

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ ფლორიდაში UFC-ს ეგიდით მორიგი ბრძოლა გამართა და კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა. ქართველი სპორტსმენი დებიუტანტ ირვინ რივერას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად მოუგო. 

 

 

3 რაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით 30:27; 30:27; 30:26 გამარჯვება ჩვენს თანამემამულეს დარჩა. ამ მომენტისთვის ჩვენებურის ანგარიშზე UFC-ში 3-დან 3 მოგებაა.

 

აქვე გეტყვით, რომ გიგას მეტოქე მაიკ დევისი უდნა ყოფილიყო, თუმცა ბრძოლამდე 1 დღით ადრე ჭიკაძეს მეტოქე შეიცვალა.