ჩემპიონთა თასზე 24 გუნდი ითამაშებს

ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ევროთასების გათამაშების ორგანიზატორებმა ამცნეს. განიხილებოდა რამდენიმე ფორმატი. მათ შორის გუნდების რაოდენობის შემცირება 18-მდე. თუმცა, გადაწყდა, რომ გუნდების რაოდენობის გზარდა უფრო ეფექტური იქნებოდა. შედეგად, ჩემპიონთა თასზე ამიერიდან 24  გუნდი ითამაშებს. რვა-რვა გუნდით იქნებიან წარმოდგენილი საფრანგეთი, ინგლისი და კელტთა ლიგა.

 

ამასთან ერთად გადაწყდა, რომ წლევანდელი სეზონის პლეი ოფის მატჩები 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება.