მსოფლიო რაგბის სამი ახალი წევრი ჰყავს

მსოფლო რაგბიმ ახლახან ასოცირებულ წევრებად სამი ქვეყნის. თურქეთის, ყატარისა და იორდანიის რაგბის კავშირები მიიღო.

 

თურქეთის რაგბის კავშირი 2011 წელს დაარსდა. ერთი წლის თავზე ის რაგბი ევროპის წევრი გახდა. ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები, რომლის თიკუნიც  ნახევარმთავრის ვარსკვლავებია, ევროპის მეოთხე დივიზიონში თამაშობს და შარშან, ოქტომბერში ანდორის ნაკრების დამარცხებაც შეძლო.

 

იორდანიის რაგბის კავშირი 2007 წელს დაარსდა, ყატარის კი, 2011 წელს. ორივე ქვეყნის ნაკრები აზიის ერთა თასის მესამე დივიზიონში ასპარეზობს.

 

ამდენად, მსოფლიოს რაგბიში ახლა 127 ქვეყნის რაგბის კავშირია გაწევრიანებული.