ჯორდანი ლებრონზე ღმერთია

მაიკლი ღმერთია. ლებრონი - მეფე. სტატუსით, მისტერ ჯორდანი სტატისტიკის და სხვა გემრიელი, მსუყე ლუკმების გარეშეც უჯოკრავს ლებრონს.

და, ამერიკაში მაინც დათვალეს. ამერიკაში მაინც შეაწუხეს ხალხი. ESPN არ იღლება.

და, გამოკითხული აუდიტორიიის 73 %-ის აზრით, მაიკლი ლებრონზე სრულყოფილი, უფრო საჭირო, შეუცვლელი მოთამაშეა. ისედაც ვიცოდით, რომ - ასეა.

და, ჯორდანმა გამოკითხვის ყველა, 17 დონე მოიგო. როგორც ბრუს ლიმ იმ საოცარ ფილმში, სადაც ბოლო დონეზე ქარიმს მიაძინებს.

ჯორდანის დომინაცია სხვა თაობებზე მოდის. ლებრონის სიმხეცე - სხვებმა ნახეს, მაგრამ ჯორდანის დიეტაზე ვინც იჯდა, ის ლებრონს ცოცხლად ძალიან კარგად იცნობს. პირიქით - ნაკლებად.

მაიკლმა კარიერა ლებრონის დებიუტამდე ერთი წლით ადრე დაასრულა.

და, საინფორმაციო მუტანტმა გამოკითხულები ორ ასაკობრივ ჯგუფად გადაანაწილა. 18-34 წლის ტიპები და ისინი, ვინც - 35 და მეტის კატეგორიაში შედიან.

ვეტერანებში მაიკლმა 79 % მიიღო.

ნორჩებში - 66 %.

მაიკლი ყველგან ჯორდანი იყო.

76 პროცენტის აზრით, ბოლო სროლა მაიკლს უნდა შეესრულებინა. და, 74 % დარწმუნებულია, რომ ბოლო წუთებზე მაიკლი ლებრონზე სანდოა.

ჯორდანი უკეთესი შემტევია (65-35), უფრო სანახაობრივი (74-26) და ერთი-ერთზე უშანსოდ დატოვებს ამ მარტორქას (67-33).

შემცირდა სხვაობა დაცვაში უკეთესის გამოვლენისას (58:42), მაგრამ - მხოლოდ შემცირდა.

ჯორდანს გაცილებით მეტი ენდობა, მაგრამ ისევ და ისევ - ეს არ ვიცოდით?

ლებრონის ფანებს - არ მოიწყინოთ. მაიკლი (როგორც ცნობილია) დაბრუნებას არ გეგმავს და ლებრონი ჯერ ითამაშებს და თუ იუმორის დეკანი კავაი ლეონარდი არ იცელქებს, ლებრონი რამდენიმე ფინალს წამოიღებს.

შემდეგ, კიდევ ერთი გამოკითხვა იქნება ჩასატარებელი.