დელ პიერო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო ლოს ანჯელესის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზი 3 მილიმეტრიანი კენჭი გახლავთ, რომელიც მას თირკმელში აღმოუჩინეს. 

 

თავიდან ბევრს ეგონა, რომ დელ პიერო კორონავირუსით იყო დაინფიცირებული  თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ იუვენტუსის ყველა დროის ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელს კენჭი აქვს.

 

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 3 მილიმეტრიან კენჭს ამხელა პრობლემის შექმნა შეეძლო",-დაწერა დელ პიერომ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.