Conorავირუსი

კონორ მაკგრეგორი პატრიოტია. და, კონორი პასუხს აგებს ნათქვამზე.

მთელი მსოფლიო იბრძვის სტაბილურობისთვის, შეიცვალა ადამიანების კომფორტის ზონა, გაიზარდა უმუშევრობის დონე.

და, პანდემიის აგრესიის ტალღას ყველაზე ძლიერები ებრძვიან. მათ შორის, მისტერ მაკგრეგორი, რომელიც ირლანდიისთვის თორი გახდა. მიოლნირის ნაცვლად, კონორი საკუთარ მიწას დიდი კუშით და უფრო დიდი გულით იცავს.

კონორმა 1 მილიონი ევრო ირლანდიაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხა.

მაკგრეგორს საჯაროდ გადაუხადა მადლობა ირლანდიის ფინანსთა მინისტრმა პასკალ დონაჰიუმ, რომელიც კონორის დიდი გულშემატკივარია.

კონორმა ირლანდიის მთავრობას აეროპორტის დაკეტვა ურჩია. კონორის რჩევა გაითვალისწინეს და საჰაერო გზა მხოლოდ იმ თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს გაუხსნეს, რომლებსაც ქვეყანაში მედიკამენტები ან, კორონავირუსთან ბრძოლის სხვა საშუალებები მოაქვთ.

ირლანდიის მთავრობამ ძალიან მალე გახსნა საჰაერო მიმოსვლა და მაკგრეგორმა მთავრობა გააფრთხილა - აზრზე მოდით, ან სამ კვირაში რევოლუცია დაიწყება.

კონორმა დამარხა ჩინეთი. ვირუსის გავრცელების გარდა, ჩინეთმა ჩვენ და ევროპის ბევრ დიდ სახელმწიფოს უხარისხო პირბადეები, ვიზორები და რესპირატორები შეაძენინა. ჩინეთი ხალხის უბედურებაზე და ტკივილზე ფულს აკეთებს, აღნიშნა მაკგრეგორმა.

და, დონაჰიუმ მას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

მაკგრეგორმა გააკრიტიკა ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი, რომელმაც ჩინეთს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„წაიღეთ უკან ეს მადლობა და მეტი დრო უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებას დაუთმეთ“, - დაამესიჯა კონორმა. ამ შემთხვევაში, დონაჰიუს მადლობა არ მოსულა.

კონორმა 350 ევროდ დააფინანსა დაავადებულებისთვის იზოლირებული ქალაქის მშენებელობა, სადაც ხალხს დროულად მიეწოდება ყველა აუცილებელი მედიკამენტი.

მაკგრეგორმა დაიქირავა თვითმფრინავი, რომელმაც ირლანდიაში ამერიკიდან ირლანდიელები ჩამოიყვანა. ჩარტერის ღირებულება უცნობია.

კონორი ეწვია ბავშვების ჰოსპიტალს და პატარებს სათამაშო კომპიუტერები და ტკბილეულობა მიუტანა. მაგარი ჟესტი.

და, რამდენიმე დღეში მაკგრეგორმა დუბლინის 165 (!) ჰოსპიტალში აუცილებელი მედიკამენტები მიიტანა.

ირლანდიელს არ ავიწყდებოდა ჰაბიბ ნურმაგომედოვის მამის მოკითხვაც და ეს ძალიან დიდი ჟესტი იყო. მაკგრეგორმა აბდულმანაპს საბრძოლო ორთაბრძოლების გენიოსი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ის მალე ფეხზე დადგება.

კონორი ძალიან დიდია.

ირლანდიელი გიჟი, რომელმაც გამოიარა დიდი გაჭირვება და დღეს ყველას ეხმარება.

პატრიოტი.

ირლანდიაში ახალი, Conorავირუსია.