რეალი მალდინის კანდიდატურას განიხილავს

პაოლო მალდინიმ შესაძლოა მილანი დატოვოს. საქმე იმაშია, რომ როსონერის ყოფილი კაპიტანი იტალიური გრანდიდან წასვლაზე ფიქრობს, რადგან გუნდის ხელმძღვანელებთან გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდება. მოგეხსენებათ მალდინი მილანის სტრატეგიული განვითარების დირექტორია. 

 

ესპანური პრესის ცნობით, მალდინის ირგვლივ არსებულ სიტუაციას მადრიდის რეალი აკვირდება. იმ შემთხვევაში თუ პაოლო გუნდს დატოვებს, ბლანკოსის მესვეურები მას სპორტული დირექტორის თანამდებობას შესთავაზებენ. 

 

მალდინისთვის რეალის ვარიანტი წესით საინტერესო უნდა იყოს, რადგან იტალიელს დიდი ხანია, რაც კლუბის სპორტული დირექტორობა ხიბლავს.