ხაბიბი: მამა ძალიან მძიმედაა

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველად ისაუბრა. შეგახსენებთ, 57 წლის აბდულმანაპი მოსკოვის ერთ-ერთ ჰოსპიტალში მწვავე პნევმონიას ებრძვის.

 

"ინტერნეტში მამაჩემზე ბევრს წერენ. ახლა ის საავადმყოფოშია. არ დავმალავ, ის ძალიან მძიმედაა. დაავადებამ მას გულში დაარტყა. როგორც იცით, გასულ წელს მამაჩემმა გულზე ოპერაცია გადაიტანა. ახლა ის ძალიან მძიმედაა. ვლოცულობთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. მადლობა თითოეულ თქვენგან თანადგომისთვის", - თქვა ხაბიბმა.

 

25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვი მაჰაჩყალის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ადგილობრივი ექიმები მას არასწორად მკურნალობდნენ. ამან მისი მდგომარეობა საგრძნობლად დაამძიმა, რის გამოც მაისის დასაწყისში ის სპეციალური ავიარეისით მოსკოვში გადაიყვანეს.