კაცებიც წავა, მოიყვანეთ

უპასუხა სტრიპტიზ-კლუბის მიმტანს განგრეულმა ელვინ ჰაიესმა.

ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ჰაიესი მეგობრის დაბადების დღეზე, ღამის კლუბში დაპატიჟეს. რომელიც ჩვეულებრივი სტრიპტიზ-ბარი აღმოჩნდა.

რომელშიც ბიჭებმა რამდენიმე ბოთლი ვისკი დააგემოვნეს და გოგონები მოითხოვეს.

სერ, ჯერ ოდნავ ადრეა და ამჯერად, მხოლოდ მოცეკვავაე-მამაკაცები გვყავს, უპასუხა მეგობრებს მიმტანმა.

კაცებიც წავა, მოიყვანეთ, იყო ჰაიესის პასუხი.

აი, ასეთი, პირდაპირი, ცოტა გიჟი და ცხოვრებაზე შეყვარებული ტიპი იყო ელვინ ჰაიესი.

ლეგენდარული მაღალი, რომელსაც საოცარი კარიერა ჰქონდა.

რომელმაც მოსაგები მოიგო. რომელიც ვაშინგტონთან ერთად ჩემპიონი გახდა.

რომელმაც ბავშვობა პატარა რეივილში გაატარა, სადაც 5 000 ადამიანი ცხოვრობდა და 4 000-თვის მიუღებელი იყო ჰაიესის და ყველა შავკანიანის არსებობა.

რომელმაც დაიმახსოვრა მამიკოს რჩევა, შვილო, არავის თავი არ დაუხარო, თორემ - ჩაგქოლავენ. და, ასე თამაშობდა. და, მშვიდად ავიდა 27 000 ქულაზე და 16 000 მოხსნაზე.

მხოლოდ 9 გამოტოვებული მატჩი 16 (!) წელიწადის განმავლობაში. ლეგენდა, რომელიც ხვალ NBA TOP 50-ში გვყავს.