შვეიცარია მალე იწყება: კაკაბაძეც მზადაა

შვეიცარიის ლუცერნი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და გუნდთან ერთადაა ოთარ კაკაბაძეც. ეს კლუბის საიტზე გამოქვეყნებულ ფოტოებში გამოჩნდა.

 

ცნობისთვის, შვეიცარიის ჩემპიონატის განახლება 29 მაისს იგეგმება.

 

კაკაბაძე მნიშვნელოვანი ფიგურაა საქართველოს ნაკრებისთვის: მარჯვენა მცველის პოზიციაზე თითქმის შეუცვლელია. შეგახსენებთ, ოთარს ტრავმა ჰქონდა: შარშან ნოემბერში ხორვატიასთან მატჩის დროს დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია.