მესი-ინტერი... ახლოს იყო

ლეო მესი 2006 წელს ახლოს იყო ინტერში გადასვლასთან.

 

აი, რა თქვა ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ: „ინტერმა მესის საკითხზე მოგვმართა და 150 მილიონ ევროს იხდიდა. ეს იმ დროს გაუგონარი თანხა იყო, თუმცა სწორედ ეს ეწერა გასაშვებ ფასში. ჩვენ როგორღაც შევინარჩუნეთ ლეო. იმავე ზაფხულს კი 250 მილიონამდე გავზარდეთ ფასი.

 

...მესის მამასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. მას ვუთხარი, რომ ლეოს შეეძლო ბარსელონაში დიდებული წლები გაეტარებინა და ლეგენდა გამხდარიყო, ხოლო ინტერში გადასვლით მხოლოდ ფინანსურად მოიგებდა“.

 

შეგახსენებთ, მესის ინტერში შესაძლო გადასვლაზე შარშანაც წერდნენ.