ბაიერნს კონკურენტი გამოუჩნდა

მანჩესტერ სიტის შემტევ ლეროი სანეს ახალი მსურველი ჰყავს. Bild-ის ინფორმაციით, გერმანელის გადაბირება ლივერპულს სურს. როგორც ცნობილია, მის ტრანსფერს პირადად იურგენ კლოპი ითხოვს. 

 

მოგეხსენებათ სიტის მესვეურები მის გაშვებაზე ფიქრობენ. მე-19 ნომერი ხშირად ტრავმიანობს, რითიც ქალაქელები უკმაყოფილოები არიან. აქვე გეტყვით, რომ გვარდიოლას გუნდი ლეროის 50 მილიონ ევროდ აფასებს. 

 

უკვე დიდი ხანია, რაც სანეთი ბაიერნიცაა დაინტერესებული. რეკორდმაისტერებმა მისი შეძენა შარშან სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ბოლო ინფორმაციით, გერმანული გრანდი სანეს გადაბირებას კიდევ ერთხელ ცდის. 

 

სანე სიტიში 2016 წლის ზაფხულში შალკედან გადავიდა. მას მძიმე ტრავმა ჰქონდა და ამ სეზონში ქალაქელთა მთავარ გუნდში არ უთამაშია.