კახა კალაძე სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს

პოპულარულმა იტალიურმა გამოცემა Football Italia-მ იმ ფეხბურთელების თერთმეტეული შეადგინა, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპიდან არიან და სერია ა-ში უთამაშიათ. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის წევრი ჩვენი თანამემამულე კახა კალაძეცაა.

 

"მილანის მებრძოლი კარლო ანჩელოტის ფორმაციის როსონერიდან. ის ისეთი მცველების გვერდით თამაშობდა როგორებიც მალდინი, ნესტა, სტამი და კოსტაკურტა არიან. ინტელექტუალი მოთამაშე იყო, თუმცა მისი საუკეთესო თვისება მაინც მრავალფეროვნება გახლდათ, რომელმაც მილანში 284 მატჩის ჩატარების საშუალება მისცა. იტალიურ გრანდთან ერთად მან ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, რაზეც ხელი მიუწვდებოდა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 2 თასი."-წერია გამოცემაში საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანზე. 

 

Football Italia-ს მიერ შედგენილი გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება. 

 

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (უდინეზე, ინტერი; სლოვენია)

 

მცველები: კახა კალაძე (მილანი, ჯენოა; საქართველო), კრისტიან კივუ (რომა, ინტერი; რუმინეთი), სინიშა მიხაილოვიჩი (რომა, სამპდორია, ლაციო, ინტერი; იუგოსლავია/სერბეთი).

 

ნახევარმცველები: ზვომინირ ბობანი (მილანი; იუგოსლავია/ხორვატია), დეიან სტანკოვიჩი (ლაციო, ინტერი; იუგოსლავია/სერბეთი), ზბიგნერ ბონეკი (იუვენტუსი, რომა; პოლონეთი).

 

თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო (მილანი; იუვენტუსი).