უეფამ ოთხთა ფინალი დაგეგმა

უეფას აღმასრულებელ კომიტეტში მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის დასრულების საკითხე იმსჯელეს. AS-ის ინფორმაციით, უეფაში ოთხთა ფინალის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, 1/4 ფინალები კი ერთ მატჩიანი იქნება. 

 

ცნობილია, რომ ოთხთა ტურნირს სტამბოლი უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის განახლება 6 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი. გამომდინარე აქედან ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის დაწყებამ შესაძლოა გადაიწიოს. 

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ჩემპიონთა ლიგა მარტის შემდეგ შეწყვეტილია და მეოთხედფინალის საგზური ჯერ მხოლოდ ატლეტიკომ და პსჟ-მ მოიპოვეს.