დაიწყოსავით

 

 

 

 

 

 

 

გასულ უქმეებზე განახლდა გერმანიის ჩემპიონატი, სადაც ჰაალანდმა- უმცროსმა რასაკვირველია გაიტანა, ხოლო დორტმუნდის ფეხბურთელები მშობლიური სტადიონის განთქმულ 25-ათასიან ტრიბუნასთან, „ყვითელ კედელთან“ მივიდნენ გამარჯვების შემდეგ და შინ დარჩენილ გულშემატკივარს მადლობა მოახსენეს.

სტადიონზე სულ ორასრაღაცა კაცი იმყოფებოდა თავისი ფეხბურთელებიანად, რომლებიც იქ ბევრი ავტობუსით მოიყვანეს.  მიმტანი ბიჭები ისე იდგნენ, რომ ხსნარით კარგად გაწმენდილ 30 ბურთს ხელს არ კიდებდნენ: მოთამაშეს თავად უნდა აეღო მინდვრის გარშემო გამწკრივებულებიდან.

მოკლედ, დაიწყო, ჩატარდა ტური, ბაიერნი კვლავ პირველზეა, ხოლო ჰერტას მოთამაშეებმა ხვევნა-კოცნა ატეხეს ყოველ გოლზე და დიდი ძმობა აჩვენეს სოციალური მანძილის დარღვევით. 

 ჩვენც განვაახლოთ წერა-კითხვები და მოვუბრუნდეთ ინგლისს, სადაც სწორედ რომ ორშაბათ დღეს კლუბებს ნება დართეს ხუთ-ხუთკაცა ვარჯიშებით ფეხბურთში დაბრუნება, რითაც ივარაუდება, რომ თამაშები ასე, ერთი თვის ფარგლებში განახლდება.იმასობაში, სქოთებმა ჩემპიონატი დახურულად გამოაცხადეს, სელტიკი კი ჩემპიონად. ჰართსი გავარდა და ასე შემდეგ. ესპანელებმა ვარჯიში დაიწყეს, ხოლო უეფა ჩემპიონთა ლიგის აგვისტოში მომთავრებას აპირებს.

 

 

ინგლისში ზოგიერთმა მენეჯერმა და ფეხბურთელმა, სტივ ბრუსის თამადობით თქვა: ფორმაში შესასვლელად ხუთი კვირა მაინც გვინდაო. რას გაიგებ. აქ ბოლო ხანებში ასე იყო, რომ ზოგიერთმა კლუბმა შეძლებისდაგვარად გახსნა დარბაზები, ბაზები და მინდვრები, ოღონდ, უმეტესად, ფიზმომზადება მარტოკაცურად და შინ მიმდინარეობდა.

ბრაიტონში ჯიმი კარგა ხანია ღიაა და მოთამაშენი დადიან. ჩელსის ბაზა კვლავ დაკეტილია, ხოლო სტემფორდ ბრიჯის ალაყაფი კი ღია: შორიახლოს მცხოვრები მოთამაშეები, მოდით, გააგორეთ ბურთიო. ევერტონის ფეხბურთელები დადგენელი დროის მონაკვეთებში მიდიან დარბაზში, სადაც აერობიკისკენ გაუწიათ გულმა. რაც დისტანციის წესები შემოვიდა, ლესტერში სულ ვარჯიშობდნენ, ოღონდ ფრთხილად. ლივერპულელები სახლებში დარბიან და დახტიან და ასე დაუსრულებლად.

ინგლისელებს სხვა თვლა აქვთ, სქოთებს სხვა, ბელარუსმა და ნიკარაგუამ კი ფეხბურთს საშინლად უერთგულეს. კორეაში ფკ სეულმა სექს-მანეკნები დასვა ცარიელ ტრიბუნებზე და ხელში ინტიმური საიტების სარეკლამი იეორგლიფები დააჭერინა. ცხადია, მოიბოდიშა კიდეც.

 

 The Reds are getting back to work ahead of sealing the title

 

გერმანიის ტურის შემხედვარე ინგლისელებს პრემიერლიგის მომავალი იერი არ მოეწონათ. თუმცა სკაი სპორტი და ბითი სპორტი ამბობენ, რომ რეპორტაჟების სასეირო მხარე კიდევ უფრო გამდიდრდება და ცარიელი ტრიბუნები ნაკლებად გაგვახსენდება. საერთოდაც, როგორც ამბობენ, სავარჯიშო გაიდლაინებს ექვსი კლუბი ბოლომდე არ ეთანხმება.

აკრძალვები და სიფრთხილეები კი, ცოტა სასაცილოდ გამაოიყურება იმის ფონზე, რასაც ინგლისური ფეხბურთის ცნობილი ლოთბაზარა და ქალთა მცემელი პერსონაჟები სჩადიან მოცალეობის ჟამს: ასტონ ვილას გიჟმაჟი კაპიტანი ჯეკ გრილიში კლუბმა უკვე დააჯარიმა ძმაკცებთან ერთად ქეიფისთვის და გაჩერებულ მანქანასთან მანქანით შეჯახებისთვის. სიტის მცველი კაილ უოკერი ასევე ელის საკლუბო სასჯელს, რახან შუა კორონობაში შინ ძმაკაცები მოიპატიჟა და ორი მეძავიც გამოიწერა. ჩელსის ჰადსონ ოდოიმ უქმეებზე თვითიზოლაცია იმით დაარღვია, რომ მისი სახლიდან ერთი ქალი საავადმყოფოში წაიყვანეს, რახან „თავს. ცუდად გრძნობდა“. სავარაუდოდ ამოლავალი ვარსკვლავის მუშტის შემდეგ. საკუთრივ ჰადსონ-ოდოიმ კი, მანამდე დაწერა, ძმანო, კორონა შემეყარა და ორიოდ დღეში განვიკურნეო. ქალზე მუშტით გაწევა კი ლოქდაუნის დარღვევისას მოახდინა. ახლა გირაოთი გამოუშვიათ. ამასობაში კი,

ბაიერნს უნდა მისი ყიდვა.

მოკლედ, დაიწყო. მაგრამ არ გახურებულა. როდის გახურდება, ვინ იცის. მგონი არც ტედროს ადანომ გებრეისუსმა.