წამი გმირობამდე

 საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ნასროლი მისი სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” დასანანი მარცხი განიცადა. “მეკობრეები” გასვლაზე შეხვდნენ Big East-ის კონფერენციის ერთ-ერთ მოწინავე გუნდ “დე პოლს” და 74:75 წააგეს. ქართველ ფორვარდს შეეძლო, მატჩის გმირი გამხდარიყო, თუმცა საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ნასროლი მისი სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა.

 

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 

 

2 მოგებითა და 1 მარცხხით “სეტონ ჰოლი” Big East-ის კონფერენციაში 2-3 ადგილებს “სეინთ ჯონსთან” იყოფს




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.