მანჩესტერი კოუტინიოს უთვალთვალებს

მანჩესტერ იუნაიტედი ბარსელონას ბრაზილიელი შემტევით, ფელიპე კოუტინიოთი დაინტერესდა. ამჟამად კოუტინიო იჯარის წესით მიუნხენის ბაიერნში თამაშობს.

მანჩესტერელები მზად არიან ბარსელონას წინადადებით მიმართონ. ასევე ამბობენ, რომ კოუტინიოს თვალს ჩელსი, ტოტენჰემი და ლივერპულიც ადევნებენ.

კოუტინიო ბაიერნში ბარსელონადან იჯარით 2019 წლის ზაფხულში გადავიდა 8,5 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა გერმანიის ჩემპიონატის 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (15 ძირითად შემადგენლობაში), 8 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბარსელონასთან კონტრაქტი მას 2023 წლამდე აკავშირებს. ბაიერნს კი მისი გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეუძლია.