ჩესლინ კოლბის ოლიმპიადას ბრიტანელი ლომები ურჩევნია

სამხრეთ აფრიკის ნაკრების და ფრანგული ტულუზის გარემარბმა ჩესლინ კოლბიმ ოლიმპიადაზე თამაშს ბრიტანელი ლომების წინააღმდეგ ასპარეზობა ამჯობინა.

 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულში სამხრეთ აფრიკას ბრიტანელი ლომები ეწვევიან. იმავე პერიოდში კი, ტოკიოშო ოლიმპიური თამაშების გაიმართება, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო.

 

ცხადია, ჩესლინ კოლბი ოლიმპიადაზე შვიდკაცა რაგბის ნაკრებში ითამაშებდა,  მაგრამ რადგან ის მომდევნო წლისთვის გადაიტანეს, ამას ვეღარ მაოხერხებს.  კოლბის ბრიტანელი  ლომების წინააღმდეგ თამაში ურჩევნია.

 

"ბრიტანელი ლომების წინააღმდეგ თამაშის ერთადერთი შანსი მომავალ წელს მექნება, ამიტომ აუცილებლად ამ ვარიანტს ავირჩევ", - თქვა 26 წლის რაგბის სამხრეთაფრიკელმა ვარსკვლავმა.