ბიარიცის პრეზიდენტმა დაადასტურა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე ბიარიცის პრეზიდენტმა ჟან-ბატისტ ალდიჟმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქართველი შერკინების ბურჯი ვახტანგ ახობაძე ბასკური კლუბის ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს.

 

ქართველი მორკინალი ბიარიცს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. იქამდე კი, ალბის, აჟენისა და მასის ღირსებას იცავდა.

 

შეგახსენებთ, რომ ბიარიცში ახობაძის გარდა 21 წლის პირველხაზელი გიორგი ნუცუბიძე და მისი თანატოლი მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია თამაშობენ.