ოფიციალურად - ჟირუს მომავალი გაირკვა

ჩელსიმ ოლივიე ჟირუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონური კლუბი სოციალურ ქსელებში ავრცელებს. 33 წლის ფრანგი 2022 წლის ზაფხულამდე ლურჯების ღირსებას დაიცავს.

 

"მიხარია, რომ ჩელსიში ჩემი თავგადასავალი არ სრულდება. ფეხბურთის დაბრუნებას მოუთმენლად ველოდები. მოედანზე სიამოვნების მიღება კვლავ მსურს", - თქვა ჟირუმ.

 

შეგახსენებთ, გამოცდილი ფრანგის გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურდა. მათ შორის გამოსარჩევია მილანის ინტერი - ნერაძურის ხელმძღვანელები ჟირუს გაფორმებას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა 33 წლის ფორვარდმა ლონდონში დარჩენა ამჯობინა.

 

წლევანდელ სეზონში ჟირუმ ჩელსის მაისური 13-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.