ადურისმა კარიერა დაასრულა

ბილბაოს ატლეტიკის ფორვარდმა არის ადურისმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. 

 

39 წლის ფორვარდის გეგმებში ბუცების ლურსმანზე დაკიდება არ შედიოდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ტრავმირებული ადურისი მალე ვერ გამოჯანმრთელდება და ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. 

 

ადურისმა კარიერა აურერაში დაიწყო, მან ასევე ითამაშა ბურგოსში, მალიორკაში და ვალიადოლიდში, კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი კი ბილბაოს ატლეტიკში გაატარა (2000-04; 2012-20), სადაც 405 მატჩში 172 გოლი გაიტანა. 

 

ადურისმა ბილბაოსთან ერთად ესპანეთის სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა ატლეტიკის რიგებში იგი ევროპა ლიგის ბომბარდირი ორჯერ გახდა.