როგორი უნდა იყოს იდეალური თავდამსხმელი?

სრულყოფილი თავდამსხმელის მოძებნა ფეხბურთში გადაუჭრელი ამოცანაა, თუმცა მისი წარმოდგენა ნამდვილად შეგვიძლია. 

 

ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ხულიო "მალდინი" მალდონადომ ყველა დროის დიდი ფეხბურთელებიდან რაღაც კომპონენტი აიღო, რათა იდეალური ფორვარდი შეექმნა. ვნახოთ, ეს როგორ გამოუვიდა

 

რონალდო ნაზარიო

 

"ბრაზილიელი რონალდო უნიკალური ფეხბურთელია, რომელიც ბურთით აჩქარებისას თითქმის შეუჩერებელი იყო. 

 

სხვა მოთამაშე არ ვიცი, რომელსაც მეტოქის საჯარიმოში, ისეთ ტემპში, როგორიც მას ჰქონდა, ამგვარი რაღაცების გაკეთეება შეეძლოს"

 

ჯეიმი ვარდი

 

"კლაუდიო რანიერის ლესტერმა რომ პრემიერლიგა მოიგო, მთავარი მოქმედი პირი იქ ჯეიმი ვარდი იყო. 

 

სივრცეში, ბურთთან ერთად, ვარდი ნამდვილი მწევარია"

 

მარკო ვან ბასტენი

 

"მეტოქის საჯარიმოში ის ნამდვილი ბალერონი იყო და, მიუხედავად მისი აღნაგობისა, თამაშით სიამოვნებას გვანიჭებდა. 

 

მესი

 

სრულყოფილ თავდამსხმელს მესის მარცხენა ფეხი სჭირდება: ჯარიმები, ბურთთან ურთიერთობა, დრიბლინგი, გოლები... ამ კომპონენტში ის უდავოდ საუკეთესოა"

 

მბაპე

 

"მბაპეს სისწრაფე და დარტყმის ძალა ბრაზილიელი რონალდოსას ძალიან მაგონებს, თუმცა მისი მარჯვენა ფეხი ჩემთვის სულ სხვა საკითხია, როდესაც ბურთი ამ ფეხზე გადააქვს და მიფირინავს, ერთი სიამოვნებაა"

 

კარლოს სანტილანა

 

"მადრიდელი კარლოს სანტილანას თავით თამაშში ერთ-ერთი საუკეთესოა. 

 

მისი ჰაერში დაკიდება და თავურები ნამდვილად დასამახსოვრებელია"

 

გერდ მიულერი

 

"ამბობენ, რომ მიულერს ლამაზი გოლი არასდროს გაუტანია, თუმცა მას ინსტინქტი ჰქონდა, რომლის წყალობითაც უამრავი გოლი გაჰქონდა, მათ შორის დიდი თამაშებში..."

 

გარი ლინეკერი

 

"დარწმუნებული ვარ, ველურ დასავლეთში გარი ლინეკერი ყველას დახოცვას მოახერხებდა, რადგან ის იქაც ყველაზე სწრაფი იქნებოდა. 

 

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი საჯარიმოში წარმოუდგენლად მაგარი ფორვარდი იყო"

 

კრიშტიანუ რონალდუ

 

"კრიშტიანუმ მუდამ იცის გუნდის თამაში როგორ გააუმჯობესოს, ურთულესი სიტუაციების გადალახვა შეუძლია, მის ხასიათს გამოვარჩევ, მას უნარი აქვს გარშემომყოფები უკეთესი გახადოს"