დანკანი თუ ფოსტალიონი?

1997/1998 წლების ფლეი ოფს განსაკუთრებით ველოდებოდი. სან ანტონიო დაბრუნდა დასავლეთის ელიტაში ჩავარდნილი რეგულარულის (196/1997, 20:62) შემდეგ და სპერსმა ეს ახალი ვარსკვლავით, ტიმ დანკანით გააკეთა.

მორიდებული და მშვიდი ბიჭი ყველაზე გამანადგურებელ მანქანაზე გავიდა. ფინიქსთან სერიის მოგების შემდეგ, სან ანტონიო მეორე წრეში ფოსტალიონს - კარლ მელოუნს (და, იუტას) დაუდგა.

სპერსი არ იყო უკეთესი გუნდი. სპერსი ჯერ კიდევ ამუღამებდა დანკანის და დევიდ რობინსონის ტანდემის იდეალურად გამოყენებას. დიდი ბიჭები უფრო ცალ-ცალკე ყომარობდნენ, ვიდრე - ერთად. და, სერია უკეთესმა გუნდმა, იუტამ წამოიღო. 4:1.  

იმ სერიაში მელოუნი - 24.6 ქულა, 10.0 მოხსნა, 3.8 პასი.

იმ სერიაში დანკანი - 21.0 ქულა, 8.4 მოხსნა, 1.6 დაფარება.

და, დანკანმა ისწავლა. მოგება. ტკივილის იგნორირება. და, ტკივილისთვის თავის არიდება. ტიმი ყველაზე დახვეწილი მკვლელი გახდა.

დანკანთან მიმართებაში ყოველთვის სუბიექტური ვიქნები, მაგრამ თუ უმნიშვნელო პერიოდით ნეიტრალური გავხდები, ტიმი მაინც ბევრად წინ მყავს.

დანკანმა ისწავლა ნებისმიერი რესურსით მოგება. მელოუნმა (და ჯერი სლოუნმა) ეს რესურსი ვერ გამოიყენეს. ჯორდანი ფინალს არ წააგებდა. მელოუნთან არ წააგებდა. მაგრამ იუტა ყოველთვის ჯორდანს არ ხვდებოდა და მელოუნი ვერ იგებდა.

ტიმი ჩემპიონი იყო. ალბათ, მაიკლთან და ბილ რასელთან ერთად, ყველაზე სამაგალითო ჩემპიონი, რომელიც წაგებით უკეთესი ხდებოდა.

 

ზვიად ბაბიაშვილი (საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი): ჩემთვის, ტიმ დანკანი გაცილებით წინ არის. მელოუნს აქვს უკეთესი სტატისტიკა, მეტი ქულა, მაგრამ დანკანი იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდური მოთამაშე. როგორ ამოჰქონდა ბურთი, როგორ იღებდა პაუზას, როგორ ელოდებოდა თანაგუნდელს - ამას დანკანი იდეალურად აკეთებდა. და, თუ ვინმე თვლის, რომ დანკანი მოსაწყენ კალათბურთს თამაშობდა, მე მას ვერ დავეთანხმები - ეს კალათბურთი იყო ძალიან საინტერესო და სამაგალითო.

 

ჩვენც მანდ ვართ.

ტიმი. ყველგან და ყოველთვის.